სერგო თეთრაძის წამების საქმეზე #8 დაწესებულების უსაფრთხოების რეჟიმის ყოფილ უფროსს კითხავენ
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე #8 დაწესებულების უსაფრთხოების რეჟიმის ყოფილი უფროსს, ვიქტორ ყაჭეიშვილს კითხავენ.
მოწმე თავად არის მსჯავრდებული პოლკოვნიკის წამების საქმეზე. მას დაცვის მხარე კითხავს.
„ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ #8 დაწესებულებაში ცუდად შეიქმნა პატიმარი. შემდეგ შევიტყვე, რომ გულით გარდაცვლილა თეთრაძე. სამორიგეოში იყო ხმაური, კიბეებზე რომ ჩადიხარ, პირველი საკანია და იქ იყო იატაკზე დაწოლილი პატიმარი. კიბის საფეხურზე თუ დგახარ, ვერ დაინახავ ზევიდან, რა ხდება შიგნით საკანში. თვითონ თანამშრომლებმა გაიყვანეს მგონი თეთრაძე. ყველა ერთად შევედით ხმაურზე, დირექტორიც იქ იყო, ასევე ბასტი და ბუბუ. პირადად ჩემთვის არანაირი დავალება არ მოუცია დირექტორს და არც მე მიმიცია რაიმე დავალება ვინმესთვის. ვინც იყო სამორიგეოში თანამშრომელი ყველა ქვევით ჩავიდა, მათ შორის ბედუკაძეც“, – განაცხადა ვიქტორ ყაჭეიშვილმა სასამართლო სხდომაზე.