სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე განაჩენს დღეს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

თადარიგის პოლკოვნიკის წამებასა და წამების ორგანიზებას პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ედავება.

საქმე ორ ეპიზოდადაა გაყოფილი – ბაჩანა ახალაიას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას პროკურატურა ასევე თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვასაც ედავება.

სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.