პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 აპრილს გამოაცხადებს

16:36, 20.04.2018

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე განაჩენს 23 აპრილს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

თადარიგის პოლკოვნიკის წამებასა და წამების ორგანიზებას პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ედავება.

საქმე ორ ეპიზოდადაა გაყოფილი – ბაჩანა ახალაიას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას პროკურატურა ასევე თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვასაც ედავება.

სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში, თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.

მსგავსი