გიგა ბოკერია სერგო თეთრაძის საქმეზე - ჩვენ არ ვიცით უტყუარად, რა მოხდა, ხელს ვერავის დავადებ
გიგა ბოკერია სერგო თეთრაძის საქმეზე - ჩვენ არ ვიცით უტყუარად, რა მოხდა, ხელს ვერავის დავადებ

სერგო თეთრაძის ამბავი და ეს ბრალდებები გავიგეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

„მე ვერავის ხელს ვერ დავადებ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

ბოკერია აღნიშნავს, რომ სერგო თეთრაძის წამებასთან დაკავშირებით ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„თქვენ იხმარეთ ძალიან კონკრეტული ფრაზა – მკვლელობა და წამება, ამაზე არ მინდა, ვინმეს ხელი დავადო, რადგან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები იყო ამ საქმეზე ამ ხელისუფლების“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გიგა ბოკერიამ.

ბოკერია მიიჩნევს, რომ თეთრაძისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელი არ უნდა გაივლოს.

„ჩვენ არ ვიცით უტყუარად, განსხვავებით გირგვლიანის ამბისგან, რა მოხდა. გირგვლიანის საქმესთან პარალელების გატარება ნებისმიერი სხვა ამ ტიპის საქმის არის არაკორექტული გირგვლიანის ტრაგედიის მიმართ“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.