სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. საქმეში ბრალდებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ბაჩო ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი.

სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავა, როგორც წესი, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას ამბობენ, თუმცა გაირკვა, დღევანდელ პროცესზე ბაჩო ახალაია პროტესტის ნიშნად არ მივა. რაც შეეხება ძიმცეიშვილს, ის ამ დრომდე იძებნება.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას გამოძიება წამებასა და წამების ორგანიზებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამავე საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება გამოძიება მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს. თუმცა, იმის გამო, რომ პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას მიმართ დაწყებულია საექსტრადიციო პროცედურები, მისი საქმე ცალკე ეპიზოდად გამოიყო.