სერგეი ლავროვი-დიპლომატიაში არსებობს პრინციპი, ისევე უნდა მოიქცე, როგორც შენ მოგექცევიან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატების გაძევებით დასავლეთი რუსეთთან დიალოგის შესაძლებელობებს ამცირებს.
„რამდენად შორის წავალთ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დიპლომატიაში არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც შენ ისევე უნდა მოიქცე, როგორც შენ მოგექცევიან და ეს პრინციპი არავის გაუუქმებია. როგორც ბავშვობაში ვამბობდით, ვინც პირველმა დაიწყო ის უნდა გაჩერდეს. ჩვენ არ გვინდა ყველაფერი საბავშვო თამაშს დავამსგავსოთ, თუმცა ჩვენი პარტნიორები ჯერ ასე იქცევიან“, – აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, აშშ , დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ტყუილს და დეზინფორმაციას ავვრცელებენ.
„როდესაც ფაქტები არ არსებობს, ჯოხი დიპლომატებზე ტყდება, რომელთა მოავალეობაა ურთიერთობების განმუხტვა და რთული სიტუაციებიდან გამოსავალის პოვნა. მათი გაძევება დიალოგის შესაძლებლობებს ამცირებს“ – განაცხდა სერგეი ლავროვმა.