გერმანიამ უსაფრთხოების მიზნით, ვენესუელადან დიპლომატების ნაწილი გაიყვანა
გერმანიამ უსაფრთხოების მიზნით, ვენესუელადან დიპლომატების ნაწილი გაიყვანა

ბერლინმა ვენესუელადან დიპლომატების ნაწილი გაიყვანა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ ვენესუელაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების გამო მიიღო.

„სიტუაცია ვენესუელაში დღითიდღე რთულდება, განსაკუთრებით ეს კარაკასის მცხოვრებლებზე აისახება“, – განაცხადეს გერმანიის საგარეო უწყებაში.

ყურადღება გამახვილდა საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ კრიზისზე, რაც ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

მარტის დასაწყისში ვენესუელას მთავრობამ გერმანიის ელჩი დანიელ კრინერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ელჩმა ვენესუელა უკვე დატოვა. კარაკასმა გერმანელი დიპლომატი ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. საქმე ეხება 4 მარტს მომხდარ ეპიზოდს, როდესაც გერმანიის ელჩი კარაკასის აეროპორტში ვენუსელას დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს დასახვედრად მივიდა.