სერგეი ლავროვი - უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ქერჩის სრუტეში ხომალდების გადაადგილებისთვის საფრთხეს ქმნიდა
სერგეი ლავროვი - უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ქერჩის სრუტეში ხომალდების გადაადგილებისთვის საფრთხეს ქმნიდა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ქმედებები ქერჩის სრუტეში იყო ძალიან სახიფათო და ხომალდების გადაადგილებისთვის საფრთხეს ქმნიდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დარღვევა საკმაოდ სახიფათო მეთოდით მოხდა – მანევრირება ვიწრო სრუტეში. რა თქმა უნდა , ამას შესაძლოა შეექმნა და ქმნიდა საფრთხესა და რისკებს ამ აკვატორიაში ხომალდების ნორმალურად მოძრაობისთვის“, – აღნიშნავს სერგეი ლავროვი.

ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, დაუზუსტებელი მონაცემებით,  უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.