ამერიკის ღია პირველობის ფინალი სკანდალით აღინიშნა. სერენა უილიამსმა რამდენჯერმე გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რის გამოც, მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მეორე სეტში 3:4-ზე უილიამსი ერთი გეიმით დასაჯეს და ნაომი ოსაკას უპირატესობა ორგეიმიანი გახდა.
სერენას პირველი გაფრთხილება მეორე სეტის დასაწყისში მისცა მთავარ არბიტრმა, პორტუგალიელმა კარლოს რამოსმა. მიზეზი ტრიბუნიდან მწვრთნელის კარნახი იყო. მეორე გაფრთხილება უილიამსმა ჩოგანის დამტვრევისთვის მიიღო, როცა მეხუთე გეიმში საკუთარი გეიმი დათმო. მეორე გაფრთხილება, ავტომატურად, ამერიკელისთვის ქულის ჩამოკლებას ნიშნავდა.
და ამის შემდეგ, დაიწყო სერენას ხანგრძლივი მონოლოგი, რომლის დროსაც მან მსაჯს ქულის წართმევისთვის ქურდი უწოდა. სწორედ ამ დროს რამოსმა ამერიკელი გეიმით დასაჯა და 4:3-ის ნაცვლად, ანგარიში 5:3 გახდა ოსაკას სასარგებლოდ.
ამის შემდეგ, სერენამ საკუთარი გეიმი “მშრალი” ანგარიშით მოიგო, მაგრამ მეათე გეიმში იაპონელმა მატჩზე ჩააწოდა.