სერენა უილიამსი უიმბლდონზე ითამაშებს #1TVSPORT
სერენა უილიამსი უიმბლდონზე ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი წლევანდელ უიმბლდონზე ითამაშებს.

„SW (სერენა უილიამსი) და SW19 (უიმბლდონის საფოსტო ინდექსი). ველი შეხვედრას. იქ შევხვდებით. წავედით“, – დაწერა ამერიკელმა სოციალურ ქსელში.

პარალელურად, უიმბლდონის ორგანიზატორებმა ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მფლობელთა სია გამოაქვეყნეს და მასში ვხედავთ უმცროსი უილიამსის სახელს.

უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება. სერენა უილიამსს ეს ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული.

უიმბლდონამდე ამერიკელი ისტბურნის (WTA-500) ითამაშებს. მისი პირველი მეტოქე ტუნისელი ონს ჟაბორი იქნება. ტურნირი 19 ივნისს დაიწყება – უიმბლდონის სტარტამდე ერთი კვირით ადრე.