სერენა უილიამსმა აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ ჩოგბურთიდან წასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ აპირებს სპორტიდან წასვლას. ამის შესახებ „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა ჟურნალ „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სხვა მიმართულებით მოძრაობის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს რთული მომენტია, რადგან საქმე ძალიან ძლიერად გიყვარს. ღმერთო ჩემო, მე მომწონს ჩოგბურთი. მაგრამ, ახლა, უკუათვლა დაიწყო. ვაპირებ სიამოვნება მივიღო მომდევნო რამდენიმე კვირისგან.
არასოდეს მომწონდა სიტყვა „პენსია“. მე ეს სიტყვა თანამედროვედ არ მიმაჩნია. შესაძლოა, საუკეთესო სიტყვა, რომელიც ჩემს დღევანდელ საქმიანობას აღწერს, არის – ევოლუცია. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ ჩოგბურთიდან სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ვვითარდები.
რამდენიმე წლის წინ, ხმაურის გარეშე დავაარსე ფირმა Serena Ventures. ამის შემდეგ ოჯახი შევქმენი. მინდა, რომ ეს ოჯახი განვითარდეს“, – განაცხადა სერენა უილიამსმა.
აშშ-ის ღია პირველობა 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება.