ემა რადუკანუმ ცინცინატის ტურნირზე სერენა უილიამსი გაანადგურა - ბრიტანელმა მეორე სეტი 6:0 მოიგო # 1TVSPORT
ემა რადუკანუმ ცინცინატის ტურნირზე სერენა უილიამსი გაანადგურა - ბრიტანელმა მეორე სეტი 6:0 მოიგო # 1TVSPORT

ცინცინატის ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირის (WTA1000) პირველ წრეში ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ 65 წუთში გაანადგურა ლეგენდარული სერენა უილიამსი – 6:4, 6:0.

19 წლის ბრიტანელმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა. ორი სეტის განმავლობაში რადუკანუმ მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, პირველ სეტში ის ორმაგი ბრეიკით 4:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც უილიამსმა მატჩში ერთადერთი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და შეძლო მისი გამოყენება, თუმცა სეტის გადარჩენა ვერ მოახერა. მეორე სეტში სერენამ ერთი გეიმიც ვერ აიღო.

სერენა უილიამსისთვის, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ დაასრულებს კარიერას, ეს მხოლოდ მეოთხე მატჩი იყო სეზონში. რაც შეეხება რადუკანუს, მან წელს მე-12 მატჩი მოიგო და შემდეგ წრეში მსოფლიოს კიდევ ერთ ყოფილ ჩოგანს, ბელარულ ვიქტორია აზარენკას შეხვდება.