უიმბლდონი 2022 - სერენა უილიამსმა კარიერაში მესამედ წააგო „დიდი სლემზე“ პირველი წრის შეხვედრა #1TVSPORT
უიმბლდონი 2022 - სერენა უილიამსმა კარიერაში მესამედ წააგო „დიდი სლემზე“ პირველი წრის შეხვედრა #1TVSPORT

წარუმატებელი გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე დაბრუნება ამერიკელი სერენა უილიამსისთვის. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის პირველ წრეში წააგო ფრანგ ჰარმონი ტანთან – 5:7, 6:1, 6:7(7). შეხვედრა სამი საათი და 10 წუთი გრძელდებოდა.

მესამე სეტში სერენას მატჩის მოგების რეალური შანსები ჰქონდა. ის ბრეიკით იგებდა და 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ტანმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ უილიამსი 4:0 დაწინაურდა, თუმცა ეს შანსიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, კარიერაში მესამედ წააგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე პირველი წრის შეხვედრა.