ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ყოფილი რუმინელი ჩოგბურთელი იონ ცირიაკი სექსიზმში დაადანაშაულა, რომელიც ამჟამად მადრიდის საჩოგბურთო ტურნირის მფლობელია.
ცოტა ხნის წინ ცირიაკმა გერმანულ Sport Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში უილიამსის შესახებ განაცხადა: „36 წლის და 90 კილოგრამი? დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქალთა ჩოგბურთში სულ სხვა რამის ხილვას ვისურვებდი, მაგალითად, ისეთი მოთამაშის, როგორიცაა შტეფი გრაფი“.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრი. ცხადია, რომ ქალთა ჩოგბურთი მხოლოდ ჩემით არ შემოიფარგლება, მაგრამ დაველაპარაკები მას. ეს უზრდელი ადამიანის სექსისტური კომენტარია“, – New York Times-ის ცნობით, განაცხადა უილიამსმა.