ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა წლევანდელ სეზონში მონაწილეობას “დიდი სლემის” ტურნირებზე. 36 წლის ჩოგბურთელი მხოლოდ ახლა ბრუნდება კორტზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ ჰქონდა.
„ჯერ არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას „დიდი სლემის“ ტურნირებში“. დღეს კონცენტრირებული ვარ უახლოეს თამაშებზე. შემდეგ ვნახავ, როგორ აეწყობა ყველაფერი. რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული შორს მიმავალი მიზნები. არ მინდა, საკუთარი თავი ჩარჩოებში მოვაქციო“, – განუცხადა მან BBC-ს.