საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირამს შეხვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე დღეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირამს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციის გაძლერებასა და შემდგომ თანამშრომლობაზე.
ირინა ფუტკარაძემ ელჩს გააცნო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მიმდინარე გამოწვევები და პირველი არხის არქივის გადარჩენის საჭიროება.
იმამურა აკირამ ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვან როლზე და, ამავდროულად, მხარდაჭერასთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.