ირინა ფუტკარაძე - საქართველოს პირველ არხზე თავდასხმებს თუ დისკრედიტაციის მცდელობას არ დავტოვებ რეაგირების გარეშე, ინფორმირებული იქნებიან ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი
ირინა ფუტკარაძე - საქართველოს პირველ არხზე თავდასხმებს თუ დისკრედიტაციის მცდელობას არ დავტოვებ რეაგირების გარეშე, ინფორმირებული იქნებიან ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი

საქართველოს პირველ არხზე თავდასხმებს თუ დისკრედიტაციის მცდელობას არ დავტოვებ რეაგირების გარეშე. კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

„სამწუხაროდ, გრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არაარგუმენტირებული თავდასხმა – როგორც ჟურნალისტების, ასევე მაუწყებლის დისკრედიტაციის მიზნით. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს არ აქვს გათვითცნობიერებული საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი. ამავე დროს, სამწუხაროდ, არ ან ვერ კითხულობენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. შესაბამისად, შეფასებებში მოქმედებენ არაარგუმენტირებულად, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული ტიპის თავდასხმებს თუ დისკრედიტაციის მცდელობას არ დავტოვებ რეაგირების გარეშე. კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურად და ფაქტებზე დაყრდნობით აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას და ვერ გახდება ვერც ერთი მხარის რუპორად“, – აცხადებს ირინა ფუტკარაძე.