საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აგრძელებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს.

დღეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდნენ.

შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე ირინა ფუტკარაძემ ელჩს გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმები, არსებული მდგომარეობა, ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დგამს ინსტიტუციის გაძლიერების მიმართულებით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტელევიზიის არქივის ტექნიკურ მდგომარეობაზე.
ჰუბერტ ქნირშმა ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობაზე, დაინტერესდა მაუწყებლის არქივის მდგომარეობით და დაიგეგმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლის შეხვედრა ტელევიზიაში, რომელიც დეტალურად გაეცნობა არქივის მდგომარეობას.

ამასთან, ელჩმა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა და მხარდაჭერა.