საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში განიხილეს და მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე. დეპუტატებს ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი თქმით, დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ყველა გადაცემის შესახებ ინფორმაციას.

აქცენტი გამახვილდა „ტელესკოლაზე“, ასევე არჩევნებსა და არჩევნების გასაშუქებლად „ბი-ბი-სის“ წარმომადგენლის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე. ისაუბრეს ბიუჯეტის დაკორექტირების მიზეზებზეც. ტექნიკური გადაიარაღების მნიშვნელობასა და ახალი შენობის მშენებლობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში ახლა პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.