საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინია კაკაბაძე გახდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინია კაკაბაძე გახდა.
კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. 23 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღესვე, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.