ნინია კაკაბაძე - დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად მისაღებია ის ხელფასები, რომლებიც მაუწყებლის თანამშრომლებს აქვთ
ნინია კაკაბაძე - დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად მისაღებია ის ხელფასები, რომლებიც მაუწყებლის თანამშრომლებს აქვთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან მივიღე ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი, მაგრამ განსხვავებული ფორმით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, მიიღო ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილი ჰქონდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან მივიღე ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი, მაგრამ განსხვავებული ფორმით. ეს ინფორმაცია არ გადმომეცა დოკუმენტის სახით, ზეპირად მივიღე, ამიტომ ანალიზისთვის რაღაც დრო დამჭირდებოდა და შეიძლება სრულყოფილად ვერ გავაანალიზე, რადგან ეს რთულია. თუმცა ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილი მქონდა, მივიღე”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

მისივე თქმით, არასდროს ჰქონდა კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით მოლოდინები, თუმცა არის დეტალები, რომლებზეც სხვანაირად ფიქრობდა.

„მე არსად მითქვამს, რომ რაღაც კონკრეტული მოლოდინები მაქვს კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით. რეალურად, ნაწილობრივ არის რაღაც პუნქტები, რომელსაც ველოდი და იქნებოდა, ნაწილობრივ არის დეტალები, რომელსაც სხვანაირად ვფიქრობდი და სხვანაირად დამხვდა. სამწუხაროდ, ბევრი საუბრის საშუალება არ მაქვს. ჩემი სურვილია, თითოეულ თანამშრომელს კიდევ უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეს. მე არ ვიცი, წინა ან იმის წინა მენეჯმენტის პირობებში როგორი ხელფასები იყო, ამიტომ შესადარებლად ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მეტნაკლებად მისაღებია ის ხელფასები, რომლებიც თანამშრომლებს აქვთ”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.