ნინია კაკაბაძე - როგორც მთაწმინდის პატარა უბანს მოუარა სალომე ზურაბიშვილმა, ისე მოგივლით ყველას, პრეზიდენტი რომ გახდება
ნინია კაკაბაძე - როგორც მთაწმინდის პატარა უბანს მოუარა სალომე ზურაბიშვილმა, ისე მოგივლით ყველას, პრეზიდენტი რომ გახდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ ვიდეოს და პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მშენებლობა კანონდარღვევით, შესაბამისი დასკვნების გარეშე მიმდინარეობს.

ამასთან, ნინია კაკაბაძე აღნიშნავს, რომ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია. ჭონქაძის ქუჩა მთაწმინდის რაიონში მდებარეობს.

„ეს მშენებლობა მიმდინარეობს მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე. მთაწმინდის მაჟორიტარი არის პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ეს მშენებლობა მიდის ყველა კანონის დარღვევით და პროფესიონალების დასკვნის გარეშე.

ორი კვირის წინ ხომ გახსოვთ, ორი სართული რომ იყო, უკვე ოთხია, რომ იცოდეთ.

კანონი მივიღეთ და გავამკაცრეთ რეგულაციები, რაც მთავარია. უბრალოდ ჯერ არ ამოქმედებულა და მოსასწრებია საქმე.

ხოდა. როგორც ამ პატარა უბანს მოუარა სალომე ზურაბიშვილმა, ისე მოგივლით ყველას პრეზიდენტი რომ გახდება.

და ბოლოს. ეს მთა რომ ჩამოიშლება და ადამიანები დაიღუპებიან, საკიმე ზურაბიშვილი ერთერთი პასუხისმგებელი იქნება“, – წერს ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.