პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა

13:38, 04.04.2018

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 93 მომხრე ხმით იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სდომაზე დღეს გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.

თავდაპირველად, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად სიდა-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი წარადგინა. თუმცა, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულის გამო, ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა.

მსგავსი