საზოგადოებრივ მაუწყებელზე უმცირესობების საკითხთა გაშუქებაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან
საზოგადოებრივ მაუწყებელზე უმცირესობების საკითხთა გაშუქებაში თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
სპეციალური მრჩეველთა საბჭო მაუწყებელს კონსულტაციებს გაუწევს და უმცირესობებისთვის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების შერჩევაში დაეხმარება.
მაუწყებლის ხელმძღვანელებმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
გაიმართა ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციაც, რომელიც ვებპლატფორმაზე სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ინტერნეტრადიო და ტელევიზიის შექმნას ითვალისიწინებს.
„საბჭო, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიქმნა, გაუწევს მას კონსულტაციას, რომ მისი საქმიანობა ამ მიმართულებით იყოს უფრო პროდუქტიული იქიდან გამომდინარე, რომ თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა უკეთ იციან, რა აწუხებთ მათ, რისი გაშუქება უფრო სურთ და როგორ არის შესაძლებელი მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა პირველი არხის ჟურნალისტმა რამილია ალიევამ.