უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან სავაჭრო ობიექტებზე დაწესებული შეზღუდვა 2 იანვრის ჩათვლით მოიხსნა.
სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა დილის 07:00 საათიდან განაახლეს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, „თბილისი მოლთან“ დილიდან მოძრაობა შეფერხებულია, ასევე რიგებია სავაჭრო ცენტრებში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე, მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით.