ნათია თურნავა - ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმ რეჟიმში აღმდგარიყო, რაც პანდემიამდე იყო, მაგრამ ეს შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დამარცხებულა
ნათია თურნავა - ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმ რეჟიმში აღმდგარიყო, რაც პანდემიამდე იყო, მაგრამ ეს შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დამარცხებულა

ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმ რეჟიმში აღმდგარიყო, რაც პანდემიამდე იყო, მაგრამ ეს შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დამარცხებულა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ცენტრების და მოლების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესისა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მათი მუშაობის განახლების საკითხებს.

„ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა – მოლის, მაღაზიის, ბაზრობების. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმავე რეჟიმში აღმდგარიყო, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ რა რეჟიმში განაახლებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. გასახდელების ფუნქციონირებისა და საქონლის უკან დაბრუნების რეჟიმი უფრო შემსუბუქდება და მოიხსნება ეს შეზღუდვები, თუმცა კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.