სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ
სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

საქართველოს მასშტაბით არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით დღეიდან განახლდება.

შაბათ-კვირას შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობების მუშაობაზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა – 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.

დატოვე კომენტარი