საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ ქლოა ჩჟაომ მიიღო
საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ ქლოა ჩჟაომ მიიღო

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი გახდა ქლოა ჩჟაო. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკის კინოაკადემიამ ჯილდო ქალ რეჟისორს გადასცა. ამ კატეგორიაში გამარჯვებული პირველი ქალი რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ იყო 2009 წელს.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ: თომას ვინტერბერგი, დევიდ ფინჩერი და ემერალდ ფენელი.

ქლოა ჩჟაო ნომინაციაზე წარდგენილი იყო ფილმისთვის „მომთაბარეთა მიწა“.

„მომთაბარეთა მიწა“ 60 წლის დაქვრივებულ ქალზე გვიამბობს, რომელიც კარგავს იმას, რაც აქამდე მშობლიურ ემპაიერში აჩერებდა – კარგავს სამუშაოს. ქარხანა, სადაც მუშაობდა, დაიხურა, ეს კი გახდა საბაბი, დამჯდარიყო ფურგონზე და გაჰყოლოდა ამერიკის შეერთებული შტატების გზებს. სხვადასხვა შტატში მოგზაურობისას, ის ხვდება მომთაბარე ადამიანებს, რომლებიც ასევე ფურგონით მოგზაურობენ.

ქლოა ჩჟაომ „ოსკარამდე“ ასევე მიიღო „ოქროს გლობუსი“ და „ბაფტა“.

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.