საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო ფილმმა „მამა“, ორიგინალური სცენარის ნომინაციაში კი სურათმა „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“
საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო ფრანგ რეჟისორ ფლორიან ზელერის სადებიუტო ნამუშევარმა „მამა“.
სურათი მოხუცი მამისა და შვილის ურთიერთობაზე გვიამბობს. მამა გადაჭრით ამბობს უარს და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ასაკში დახმარება სჭირდება. ნელ-ნელა ოჯახის წევრების მიმართ ნდობა უქრება და რეალობისა და ირეალურის ზღვარზეც კი დგება.
ფილმში მთავარ როლებს ოლივია კოლმანი და ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ.
რაც შეეხება საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციას, აქ გამარჯვება მოიპოვა ემერალდ ფენელის ახალმა ნამუშევარმა „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“.
„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.