თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ გაიზიარა.
სასამართლომ მხარეთა პოზიციების გაცნობის შემდეგ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულმა გიორგი რურუამ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მი მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.