სასამართლომ „გაბედეს“ ოთხ წევრს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სასამართლომ „გაბედეს“ ოთხ წევრს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

მცხეთის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები, ირაკლი ქართველიშვილი, ბექა ნათელაშვილი, მიხეილ ქუმსიშვილი და ლევან ლელაშვილი სამართალდამრღვევად სცნო. 

ოთხივე მათგანს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

„გაბედეს“ წევრებს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. აქტივისტები სამართალდამცველებმა მცხეთაში 2 დეკემბერს, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.