ბათუმის მერიასთან მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ
ბათუმის მერიასთან მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ

ბათუმის მერიასთან მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები მივიდნენ. ისინი საპროტესტო აქციის მართვენ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

მერიის შენობაში დღეს უმაღლესი საბჭოს სხდომაა დაგეგმილი.

„ჩვენ ვგეგმავთ, ვამხილოთ ყველა დეპუტატი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ისინი არიან მაჟორიტარი დეპუტატების მუხრან ვახტანგაძისა და ანზორ ბოლქვაძის დამქაშები, რომლებმაც ჩააგდეს პროპორციული სისტემა და წაგვართვეს მომავალი. ჩვენ მათ ყველა სხდომაზე შევუქმნით დისკომფორტს“, – ამბობს მოძრაობა „გაბედეს“ ბათუმის ხელმძღვანელი დიმიტრი ლიპარტელიანი.

უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი