მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება
მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება.

საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთან გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

„ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ ხელისუფლების ზონდერბრიგადები დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვეშინდა, ვიბრძოლეთ და მაინც მივაღწიეთ შეცვლილ საარჩევნო სისტემას. სწორედ ამ ადგილიდან და ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ნორმალური საარჩევნო სისტემის მისაღებად ვიბრძოდი, მინდა, რომ მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო.

გვსურს, შემოვიაროთ თიოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ქვეყნიდან გაქცევა არ არის გამოსავალი, სოფლების დაცლა, სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ.

დღეს ვართ უდაბნოში მოხეტიალე ადამიანივით, რომელმაც არ იცის, სად უნდა წავიდეს, არ იცის, რა მიზანი აქვს, არ იცის, რისკენ უნდა ისწრაფვოდეს. ჩვენ 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი – ფართოდ გაიღება ეს შენობა მოქალაქებისთვის, თუ ისევ დახურული და პოლიციით გარშემორტყმული იქნება“, – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.