სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობს
სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობს

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა, საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და სასამართლო სისტემის მონაწილეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი სასამართლო სისტემაში რეფორმების საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური პასუსიხმგებლობების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ, ასევე გაგრძელდება მუშაობა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების საკითხზე. ამ ეტაპისთვის, მონაწილე მხარეებს შორის დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის თაობაზე კონსენსუსი 90 პროცენტით უკვე მიღწეულია. საკითხი იმას ეხება, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული, განჭვრეტადი, ნათელი და ასევე მოწესრიგებული იყოს პროცედურები”, – განაცხადა მიქაუტაძემ.