ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება
ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაკეტეს მაგისტრალები, მათ შორის პარლამენტის წინ.

ისრაელის პოლიციის ცნობით, აქციის დროს მოხდა შეტაკებები პოლიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და, სულ მცირე, 19 ადამიანი დააკავეს.

კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ კანონს უზენაეს სასამართლოში.

ოპოზიციის მაღალჩინოსანმა, ბენი განცმა პირობა დადო, რომ გააუქმებს კანონმდებლობას, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა თქვა: „ამ მთავრობას შეუძლია, მოიგოს ბრძოლა, მაგრამ არა ომი“.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცვლილებები კარს გაუღებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

კანონის მიღების შემდეგ თეთრმა სახლმა გაიმეორა მოწოდება ისრაელის ლიდერებისადმი, რომ იმუშაონ კონსესუსის მისაღწევად პოლიტიკური დიალოგის გზით.