პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის გზას, რათა პროგრესს მიაღწიოს ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე საკითხთან დაკავშირებით, რაც არის სათანადო სასამართლო სისტემა
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის გზას, რათა პროგრესს მიაღწიოს ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე საკითხთან დაკავშირებით, რაც არის სათანადო სასამართლო სისტემა

არ არსებობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ოქროს სტანდარტი. ევროკავშირის შიგნითაც მიმდინარეობს დისკუსიები კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, სასურველია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიები საქართველოში გაიმართოს.

„გვსურს, რომ ეს დისკუსიები გაიმართოს საქართველოშიც, რომ ნაპოვნი იყოს საუკეთესო გამოსავალი ძალიან პროფესიონალი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის. როგორი იდეებიც არ უნდა იყოს, ეს იდეები განხილული იყოს საერთაშორისო სტანდარტების დამდგენებთან, ვენეციის კომისიასთან და ოდირ-თან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის გზას, რათა პროგრესს მიაღწიოს ასევე ამ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე საკითხთან დაკავშირებით, რაც არის სათანადო სასამართლო სისტემა“, – განაცხადა ელჩმა.