თელ ავივში ათობით ათასი ადამიანი მთავრობის სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად კვლავ ქუჩაში გამოვიდა

23:38, 19.08.2023

თელ ავივში ათობით ათასი ადამიანი მთავრობის სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად კვლავ ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის სხვა ქალაქებშიც.

რეფორმის მოწინააღმდეგეები მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, შვიდ თვეზე მეტია, მართავენ.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც, აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეფორმა ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღდგენას ემსახურება.

მსგავსი