ისრაელში ახალი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
ისრაელში ახალი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

ისრაელში ახალი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, უკვე 37-ე კვირაა, მიმდინარეობს. ახალ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ აკადემიკოსები, ბიზნესმენები, იურისტები, სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტები და მაღალტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები.

მთავარი აქცია თელ ავივში გაიმართა, თუმცა მცირე საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრებისას აქციის მონაწილეები აეროპორტში შეიკრიბნენ, სადაც გამართეს აქცია ლოზუნგით „წადი და აღარ დაბრუნდე“.

როგორც მედია წერს, ვიზიტის დროს ნეთანიაჰუ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ასევე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.