სასამართლო ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს [ფოტო]
სასამართლო ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს [ფოტო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენისა და მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოში მიმდინარე პროცესს ლევან ჯიბღაშვილის მეგობრები ესწრებიან.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.