მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

17:43, 22.04.2019

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.

ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში წუხელ აიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი