პროკურორის ინფორმაციით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
პროკურორის ინფორმაციით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა შესავალი სიტყვის წარმოთქმისთვის გონივრული ვადა ითხოვა.

„დაცვის მხარეს მომართული აქვს საპროცესო საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს განხილვა, დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა პროკურორმა, ნანა ჯაყელმა.

მომდევნო სხდომა 10 ოქტომბერს 17:00 საათზე ჩაინიშნა.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული. ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.