ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - ლევან ჯიბღაშვილს ორი ნატეხი ექსტაზი და ნახევარი გრამი კოკაინი ჰქონდა
ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - ლევან ჯიბღაშვილს ორი ნატეხი ექსტაზი და ნახევარი გრამი კოკაინი ჰქონდა

ლევან ჯიბღაშვილს ორი ნატეხი კლუბური ნარკოტიკი ექსტაზი და ნახევარი გრამი კოკაინი ქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ გაასაჯაროვა ინფორმაცია ნარკოტიკის ოდენობის შესახებ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

„დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვე ინფორმაცია, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამას დღეს ვასაჯაროვებთ. ამ ყველაფერს სამართლებრივ ენაზე ქვია დიდი ოდენობა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ვინმეს მუჭებით ქონდა ნარკოტიკი. ამასთან, ჯერ არ არის ექსპერტიზით დადგენილი, იყო თუ არა ნარკორტიკული თრობის ქვეშ ჩემი კლიენტი დაკავების მომენტში“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავების დროს ლევან ჯიბღაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან დარეკვას ითხოვდა, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე, რადგან ის გულისხმობდა ადვოკატ კახა ასლანიშვილს.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი გირაო შეუფარდა. ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.