ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - „მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის“
ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - „მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის“

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი გირაო შეუფარდა.

„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, წარმოუდგენლად რთული ორი დღე გავიარე. ბოდიში ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას. მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

ამასთან, როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.