სასამართლო ბრალდებულ მერაბ კვირიკაშვილს დაკითხავს
სასამართლო ბრალდებულ მერაბ კვირიკაშვილს დაკითხავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.

მომდევნო სხდომაზე შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნება და ბრალდებულის დაკითხვა იგეგმება.

პროცესი 25 აპრილის 16:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.