საქართველოში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა ვლადიმირ ზელენსკიმ მიიღო
საქართველოში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე ხმათა 50,38% დააგროვა. მეორე ტურში უკრაინის 389 მოქალაქე მონაწილეობდა.
ზელენსკიმ გაიმარჯვა აზერბაიჯანშიც, სადაც მას ამომრჩეველთა 51,50 %- მიემხრო. შოუმენი აირჩიეს ბელარუსში მცხოვრებმა უკრაინელებმაც – 68,48.
პოროშენკომ გაიმარჯვა ავსტრალიაში, სადაც მან ხმები 72,72%-ი მიიღო. ასევე ავსტრიაში – 66,36%;
ისრაელში მცხოვრებმა უკრაინელებმა მეორე ტურში პოროშენკო აირჩიეს – 50,46%; პოროშენკომ გაიმარჯვა ასევე აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში, ბელგიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც.
გერმანიაში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, პოროშენკოს ხმა 3 840 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო ზელენსკის 3022-მა.
დიდი უპირატესობით გაიმარჯვა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ-იც. პოროშენკოს ხმა 2598-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო ზელენსკის 865 მიემხრო.
მოლდოვაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში უკრაინის მოქალაქეებმა უპირატესობა ვლადიმირ ზელენსკის მიანიჭეს.
სულ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე პოროშენკომ ხმათა 53,7%-ი მიიღო, ხოლო ზელენსკიმ -44,83%.