საქართველოში შვედეთის ელჩი - ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, მუდმივად გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა.
„შვედეთი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა.