სალომე ზურაბიშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰულქვისტს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შვედეთის თავდაცვის მინისტრთან საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონულ ვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„პიტერ ჰულქვისტი საქართველოს სტუმრობს. ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთსა და საქართველოს შორის ხედვების გაზიარება უკრაინაში მიმდინარე საშინელ ომზე, რეგიონულ სიტუაციაზე, შავი ზღვის მომავალსა და იმ შესაძლებლობების ფანჯარაზე, რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.