სანდრო კობახიძე - კოსოვოსთან მატჩმა დამარწმუნა, რომ სანიოლს შეუძლია ნაკრებს წარმატება მოუტანოს #1TVSPORT
სანდრო კობახიძე - კოსოვოსთან მატჩმა დამარწმუნა, რომ სანიოლს შეუძლია ნაკრებს წარმატება მოუტანოს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სანდრო კობახიძემ საქართველოსა და შვედეთის შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი მოთამაშის თქმით, ვილი სანიოლი ჯერ კიდევ ტაქტიკის და ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში.

„მიმაჩნია, რომ სანიოლი ჯერ კიდევ ძიებაშია. მის მიმართ სიმპათიით კოსოვოსთან მატჩისას გავიმსჭვალე. ამ შეხვედრაში გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა. ჩანდა, რომ სანიოლს ტაქტიკაზე ნამუშევარი ჰქონდა. ამ მატჩმა დამარწმუნა, რომ ფრანგ მწვრთნელს შეუძლია ჩვენს ნაკრებს წარმატება მოუტანოს. თუმცა მანამდე ის ჩემთვის ბევრ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებდა“, – განაცხადა სანდრო კობახიძემ.

„ჯვაროსნების“ ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილი გამოარჩია:

„ძალიან მომეწონა წიტაიშვილი. მას ისეთი განწყობა ჰქონდა, რაც სხვებში ბოლო წაგებულ შეხვედრებში ვერ შევნიშნე. ამ ბიჭს უკრაინაში თამაშის პერიოდიდან ვიცნობ და ჯერ მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩვენს ნაკრებს წაადგებოდა. გიოს კიევის „დინამოში“ დიდი ყურადღებას აქცევენ და მიმაჩნია, რომ ნაკრებისთვის ძალიან დიდი შენაძენია“.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.