საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში მარკის - „ჰეიდარ ალიევი 100“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით, მარკის – „ჰეიდარ ალიევი 100“ პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური საფოსტო მარკა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, „აზერფოსტის“ გამგეობის წევრი ისი მუსტაფაევი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჰეიდარ ალიევის მარკის გამოცემის მნიშვნელობასა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„ჰეიდარ ალიევი 100“ მარკის პრეზენტაცია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა.