საქართველოში ავსტრიის ელჩი - ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში, რომლის ნაწილიც სანდო მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფაა
სასამართლო სისტემის საკითხზე განხილვები მმართველ გუნდში თუ ოპოზიციასთან, არის ძალიან კარგი, რათა დავრწმუნდეთ, რომ სანდო რეფორმის პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში, რომლის ნაწილიც სანდო მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფაა.
„ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკა, ამიტომ არ გვინდა მასში ჩარევა, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვენდობით საქართველოს ევროპულ გზას. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში, რომლის ნაწილიც სანდო მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფაა. ავსტრია მხარს უჭერს ამ პროცესს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ ფორმატშიც. გვჯერა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. გვჯერა იმისიც, რომ ამ საკითხზე განხილვები მმართველ გუნდში თუ ოპოზიციასთან არის ძალიან კარგი, რათა დავრწმუნდეთ, რომ სანდო რეფორმის პროცესი გრძელდება”, – განაცხადა არად ბენკომ.